გასულ წელთან შედარებით ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი გაზრდილია
29.03.2021
უკან დაბრუნება
გასულ წელთან შედარებით ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი გაზრდილია, კონკრეტულად 2021 წლის თებერვლის მონაცემებით ქალაქს საარსებო შემწეობის მიმღები 2679 ოჯახი ჰყავს მაშინ როდესაც გასულ წეელს ეს ციფრი 1967 შეადგენდა. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი სტატისტიკის მკვეთრ მატებას პანდემიით შეცვლილ ოჯახების გადამოწმების წესს უკავშირებს.