გოჩა გიორგიძის განცხადებით ვირუსის დამარცხებისთვის საზოგადოების დიდი მხარდაჭერაა საჭირო
29.03.2021
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი იმერეთის შესაძლო წითელ ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ დადგება. გოჩა გიორგიძე ,,დღის ამბებთან,, საუბრობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი ერთ პროცენტამდე იყო შემცირებული, ახლა უკვე ბოლო ორი კვირის მაჩვენებლის მიხედვით ორ პროცენტამდე გაიზარდა, რაც არადამაიმედებელია. ამბობს, ვირუსის დამარცხებისთვის საზოგადოების დიდი მხარდაჭერაა საჭირო , წინააღდმეგ შემთხვევაში კი ბრძოლა კიდევ დიდხანს გასტანს.