ქუთაისის 37 ბაგა ბაღიდან ორში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
29.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის 37 ბაგა ბაღიდან ორში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. როგორც ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დაწესებულებების მეთოდისტსა და თანაშემწეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ისინი ამჟამად შესაბამის მკურნალიბას გადიან, ხოლო თანამშრომელბი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დარჩენ ი 35 ფილიალი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. შენობებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია.