შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ფაიზერის ვაქცინა ხვალ შემოვა
27.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ფაიზერის ვაქცინა ხვალ შემოვა, ამის შესახებ ტელეკომპანია რიონთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა ისაუბრა, როგორც გოჩა გიორგიძემ აღნიშნა იმუნიზაცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 30 მარტს დაიწყება. მისივე ინფორმაციით ფაიზერის ვაქცინის გაკეთების სურვილი ამ ეტაპზე 1200- ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, აქედან 500მდე მედიკოსია, დანარჩენი კი ასაკობრივი კატეგორია. დასახელებული ვაქცინა იმერეთში მხოლოდ ცხაკაის სახელობის ინტერვენვიული მედიცინის ცენტრში გაკეთდება. ასტრაზენეკათი კი ამ დრომდე იმერეთში დაახლოებით 300 მედიკოსია ვაქცინირებული.