თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
27.03.2021
უკან დაბრუნება
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა თანამდებობა ოჯახური პირობების გამო დატოვა და პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. ჩვენ სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ საკრებულოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარესთან. ნინო ჯანელიძე გამორიცხავს რაიმე სახის კონფლიქტს და ზეწოლას ამბობს რომ გადაწყვეტილება იყო პირადი, საკრებულოს რიგით წევრად რჩება და მუშაობას ამ კუთხით განაგრძობს.