შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა ხდება გელათის მონასტრერთან დაკავშირებით?
26.03.2021
უკან დაბრუნება
,,ფლანგვის დეტექტორი,, გელათის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია ფეისბუქ გვერდზე წერს, მონასტრის გადახურვაში 2015-2020 წლებში 1, 453 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა პრობლემები არ მოგვარებულა. გელათში არსებული ხარვეზების შესახებ პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი ალაპარაკდა. თორნიკე ბართაშვილი ტაძრის ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს. მისივე თქმით, მაშინ როდესაც დრო არ ითმენს, ტაძარში არქოლოგიის კონსერვაციის გარდა, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, ე.წ მოჭიქული კრამიტით ტაძრის გადახურვის გეგმამ არ იმუშავა, რის გამოც წყალი ისევ ჩავიდა და გამოუსწორებლად დაზიანდა უძველესი ფრესკები, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია. ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით.. ბექა ბარამიძე ჩვნთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იგეგმება საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი დარგის სპეციალისტების ერთთობლვი ჩართულობით კვლევის წარმართვა, რაც გასცემს პასუხს თუ რა დამატებეთი პრევენციული ღონისძიებების იქნება საჭირო, რათა გელათის ტაძარი წყლის ჩადინებისგა იყოს დაცული.