შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 30 წლის ქალის ელისო ჩეჩელაშვილის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს
26.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 30 წლის ქალის ელისო ჩეჩელაშვილის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი შიშობენ , რომ ნაფიც მსაჯულთა ვერ შერჩევის გამო მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს და რადგან რუსეთის მოქალაქეა ,ქვეყანაც დატოვოს. 18 აპრილს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ცხრათვიანი ვადა იწურება. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ნაწილია შერჩეული. მკვლელობა ქუთაისში 2020 წლის ივლისში მოხდა. 45 წლის ქალმა განსაკუთრებული სისასტიკით 32 წლის ქალი მოკლა. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.