შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა
25.03.2021
უკან დაბრუნება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო, მათ შორის არის იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძეც. კიკნაველიძეს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ ის 2 კომპანიის დირექტორია, და ასევე ორ კომპანიაში 50 და 30 პროცენტიან წილებს ფლობს. ეს ინფორმაცია მან ასახა დეკლარაციაშიც, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია. როგორც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორი არჩილ თოდუა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს , კანონმდებლობის თანახმად, პირი, როდესაც თანამდებობას იკავებს , ვალდებულია სამწარმეო კომპანიაში საკუთარი წილი გადასცეს სხვა პირს და დატოვოს დირექტორის თანამდებობა.