24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
24.03.2021
უკან დაბრუნება
„24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით.
საქართველოში ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ხორციელდება, რომლის მიზანი ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირებაა.
დღეის მდგომარეობით მეთვალყურეობის ქვეშ არის 2 400 პაციენტი.
2000 წლის შემდეგ მსოფლიოში ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა 63 მილიონი ადამიანის გადარჩენა.