შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უამინდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში
24.03.2021
უკან დაბრუნება
უამინდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის შედეგად საჩხერეში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ათამდე საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა ხიდბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და საუბნო გზები. საჩხერეში მდინარე მერჯეულასა და საირხულას მოდიდების შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სადაც განლაგებულია ქალაქ საჩხერის ავტოსადგური, ცენტრალური ბაზარი და სხვადასხვა სამრეწველო და სასურსათო სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპზე პრობლემა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში, უკვე სრულად არის აღმოფხვრილი. მერჯევის, ჭალოვანის, სარეკის, ცხიმარეთის, ჯალაურთის და ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები და დაზიანდა შიდა საუბნო გზები. ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ერთეულებში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.