შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხალხმრავალობა იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან
23.03.2021
უკან დაბრუნება
ხალხმრავალობა იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. სადაც ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ტოგონიძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. როგორც ბრალდებულის ნათესავები და ადვოკატი აცხადებენ, პოლიციამ ზეწოლის შედეგად მიიღო ბრალდებულისგან აღიარებითი ჩვენება და სხვა არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ აქვს. სასამართლომ წარმოებაში მიიღო დაცვის მხარის მტკიცებულებები. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს და საქმე სტრასბურგამდე არ მივა.