შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს NDI-ის კვლევა გამოქვეყნდა
23.03.2021
უკან დაბრუნება
დღეს NDI-ის კვლევა გამოქვეყნდა, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 25%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, „ქართულ ოცნებას“ – 23%, „ნაცმოძრაობას“ კი - 7% ასახელებს. აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო. კვლევებს პოლიტიკოსები აფასებენ. ჩვენ ,,ნაციონალური მოძრაობისა,, და ევროპული საქართველოს,, წარმომადგენლები ჩავწერეთ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა.