შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ადგილობრივმა ,,დილამ,, ქუთაისის ,,ტორპედო,, მიიღო
22.03.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათმაშების მეხუთე ტურს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. ადგილობრივმა ,,დილამ,, ქუთაისის ,,ტორპედო,, მიიღო. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ,,ტორპედომ,, გოლის გატანა შეძლო. გორის ,,დილამ,, კი 11 მეტრიანის წყალობით ანგარიში გაათანაბრა და შესაბამისად მატჩი ფრედ , 1-1 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ,,ტორპედო,, შინ 2 აპრილს გამართავს და ქობულეთის ,,შუქურას,,უმასპინძლებს.