21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რომელიც პირველად 2006 წელს აღინიშნა, ხოლო 2011 წლიდან გაერომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიაში. დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომით გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა. სწორედ ამიტომ აღინიშნება წლის მესამე თვის 21-ე დღეს,ანუ 21 მარტს. მთავარი მიზანი კი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად.