ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს
20.03.2021
უკან დაბრუნება
ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
15 მაისამდე კი აქციები გაიმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის მიერ დიალოგზე უარის თქმას უკავშირებენ.
მოსალოდნელ აქციებთან დაკავშირებით კი ადგილობრივ ხელისუფლებაში კომენტარს არ აკეთებენ.