შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იტალიის უმეტეს ნაწილში, მათ შორის რომსა და მილანში, მაღაზიები, რესტორნები და სკოლები კვლავ დაიხურა
20.03.2021
უკან დაბრუნება
იტალიის უმეტეს ნაწილში, მათ შორის რომსა და მილანში, მაღაზიები, რესტორნები და სკოლები კვლავ დაიხურა აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარიო დარგის განმარტებით, დამატებითი შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულამდე გაგრძელდება. და 3-5-ი აპრილის, ჩათვლით აღდგომის დღესასწაულის დღეებში, "ლოქდაუნი" ქვეყნის მთელ ტერიტორიას შეეხება. აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს შინიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში წასვლის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო ექნებათ. იტალიის წითელი ზონიდან, მილანიდან გვერთვება ემიგრანტი მაია მაღლაფერიძე