შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს
19.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატი უნივრსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექციას თემაზე - "იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები", იაპონიის ელჩი გაეცნო და დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი. KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე - მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტები იღებენ ხარისხიან უმაღლეს განათლებას, ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.