იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა
19.03.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. იაპონიის ელჩმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რეგიონში ბიზნესის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, კულტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას განცხადებით, მხარეები მზად არიან იაპონიასა და იმერეთის რეგიონს შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს და ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმოს ერთობლივი პროექტები.