შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა
19.03.2021
უკან დაბრუნება
გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. პოლიტიკოსის ადვოკატი 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. წულაიას ბრალი გუშინ დაუმძიმდა, თუმცა ის ბრალდებას არ ეთანხმება. პოლიტიკოსის ადვოკატი დღის ამბებთან სატელეფონო ინტერვიუში პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.ვალერი გელბახიანის განმარტებით ,გოგი წულაიას მხრიდან არანაირ ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მისი დაკავება პოლიტიკური დევნაა. გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შემდეგი პროცესი 10 მაისს 12 საათზე გაიმართება.