19 მარტის მონაცემებით, კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა ჯანდაცვის სფეროს 5185 თანამშრომელი, ხოლო აცრა 3642 -მა გაიკეთა
19.03.2021
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,19 მარტის მონაცემებით, კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა ჯანდაცვის სფეროს 5185 თანამშრომელი, ხოლო აცრა 3642 -მა გაიკეთა.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, პირველ ეტაპზე აცრა სამადიცინო სფეროს წარმომადგენლებს უკეთდებათ.,,ასტრაზენეკას,, 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა.
ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ვაქცინაცია საქართველოში არ შეწყდება და გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ აცრის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით 27 წლის ექთანი გარდაიცვალა.