„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
18.03.2021
უკან დაბრუნება
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდნენ.
იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო.
სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში დაიწყო. „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის კონსულტანტია საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შერჩეული ქართულ-ნიდერლანდური საკონსულტაციო კონსორციუმი „