საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა
18.03.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია გონივრულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ქვეყნის მეთაურის თქმით ევროკავშირის უმაღლესი პირების შეფასებით, არჩევნები იყო სამართლიანი - აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის. პრემიერის განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ. ევროპული საქართველოს წევრი კოტე რატიანი ამბობს რომ ხელისუფლებისგან კონსტრუქციულები ქმედებები არ ჩანს და მათი გამოსვლები მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციაზე თავდასხმას მოიცავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა შუშანია დღიას ამბებთან საუბრისას აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ ექნება იქამდე , ვიდრე პოლიპატიმრების საკითხი არ გადაწყდება და არ მიიღებენ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, პარტიაში მიიჩნევენ, რომ დილაოგს ალტერნატივა არ აქვს და შედეგის მიღწევის ერთადერთი გზა კონსტუქციული დიალოგია.