რა განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ
18.03.2021
უკან დაბრუნება
მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თურნავამ აღნიშნა,
გარკვეული პრობლემები გარემოს დაცვითი კუთხით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, არსებობს, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას.