შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია მიიჩნევს რომ პოლიტიკური მსხვერპლია
18.03.2021
უკან დაბრუნება
გოგი წულაია მიიჩნევს რომ პოლიტიკური მსხვერპლია - ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. როგორც მისი ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, პოლიტიკოსს ბრალდება დაუმძიმდა. გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დღეს წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას კი ასმათ დვალიშვილი ადასტურებს ,რომ გოგი წულაია ნასვამ მდგომარეობაში იყო მარიხუანა ჰქონდა მოწეული და მასზე იძალადა