პოლიტიკოსი გოგი წულაია თბილისში დააკავეს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ბრალდებულმა ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ რომ გოგი წულაია ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მან პარტია დაახლოებით 2 კვირის წინ დატოვა.
დღის ამბები წულაიას მეუღლესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
წულაიას დაკავებას აფასებენ პოლიტიკოსები და ყოფილი თანაპარტიელები, ისინი წაყენებულ ბრალდებას წულაის ბოლოდროინდელ აქტივობას უკავშირებენ.