ქუთაისის მერიაში მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის Kutaisi.gov.ge-ის განახლებული ვერსიის წარდგენა გაიმართა
17.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის Kutaisi.gov.ge-ის განახლებული ვერსიის წარდგენა გაიმართა. ვებ-გვერდი გაეროს განვითარების პროგრამის, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ ყურადღება გაამახვილა ვებ-გვერდის ახალ ინსტრუმენტზე-ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც მოსახლეობის ხელისუფლებასთან აქტიური ინტერაქციის მიზნით შეიქმნა. რუქაზე აისახება ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება შესაბამის ველში ატვირთონ მათ მიერ ქალაქში შენიშნული სხვადასხვა პრობლემის ფოტო და მოკლე აღწერილობა, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. ინტერაქტიული რუკა ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.