შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამტრედიაში დღეს დაიწყო
17.03.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამტრედიაში დღეს დაიწყო. ასაცრელ მედიკოსთა რეგისტრაცია წინასწარ ხორციელდება,ხოლო აცრის პროცედურა სპეციალური კაბინეტში ტარდება. დღის განმავლობაში კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინა სამტრედიაში 10 მედიკოსს გაუკეთდა. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით დღეს სამტრედიაში პირველი ჯეო ჰოსპიტალსის სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი, ლუარა კახიანი აიცრა 15 საათის მონაცემებით საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად სამედიცინო სფეროს 5157 თანამშრომელია დარეგისტრირებული აქედან ვაქცინა 2307 უკვე ჩაუტარდა.