შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2020 წელს ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა
16.03.2021
უკან დაბრუნება
2020 წელს ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა-ამის შესახებ “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაშია აღნიშნული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი თბილისის მცხოვრებელია, 12.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ამასთან, 2020 წელს ვიზიტების უმრავლესობა (45.9 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული თვის ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 147.1 მილიონი ლარით. აღნიშნულიმ აჩვენებელი 4.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. კვლევის შედეგები პანდემიის ფონზე მოსალოდნელი იყო იმერეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელისთვის.ტატო ლილუაშვილის განმარტებით რეგულაციების შემსუბუქება ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს გააქტიურდება.