შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს
16.03.2021
უკან დაბრუნება
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. შუშანიას განცხადებით , თვეზე მეტია მერიას მიმართა- მიეწოდებინა ინფორმაცია შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული დასკვნების შესახებ.როგორც თვითონ აცხადებს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.ოპოზიციის წარმომადგენელი აპირებს ქუთაისის მერს სასამართლოში უჩივლოს.აღნიშნულ ბრალდებას ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი უსაფუძვლოს უწოდებს.ირაკლი გიორგაძის განმარტებით, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია და მან საპასუხო წერილი 17 თებერვალს მიიღო.მერიის იურისტი განმარტავს, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში შუშანიას შეუძლია სასამართლო წესით გამოითხოვოს .