უნივერსიტეტებს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში წარმართვის საშუალება დღეიდან მიეცათ
15.03.2021
უკან დაბრუნება
უნივერსიტეტებს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში წარმართვის საშუალება დღეიდან მიეცათ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ რეჟიმში გააგრძელებს. სალექციო კურსების 90% ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო ლაბორატორიული მეცადინეობები უნივერსიტეტის კორპუსებში მიმდინარეობს. სასემინარო მუშაობა, თუ ჯგუფში 30 სტუდენტამდეა, აუდიტორიებში განახლდება. სხვა შემთხვეევაში ონლაინ ფორმატით გრძელდება.
უნივერსიტეტში შესვლის დროს აუცილებელია თერმოსკრინინგი, შენობაში განთავსებულია სადეზინფექციო საშუალებები, მონიშნულია მერხებთან ადგილები დისტანციის დაცვით.