ქუთაისის სახელოვნებო სკოლებმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა
15.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის სახელოვნებო სკოლებმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი #1 მუსიკალურ სასწავლებელში მივიდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ. მეცადინეობები რეგულაციების დაცვით ტარდება. ქალაქის სახელოვნებო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდა, განახლდა როგორც შენობების ინტერიერები, ასევე გარე იერ-სახეც მოწესრიგდა.