შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-თელავის „თელავი“-2:2
15.03.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-4 წრეში ქუთაისის ,,ტორპედომ ,, რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე თელავის ,,თელავს,, უმასპინძლა. მატჩის პირველი ნახევარი სტუმრების ერთი გატანილი გოლით დასრულდა.რაც შეეხება მეორე ტაიმს , ტორპედოელმა ლეგიონერმა ფადი ზიდანმა დუბლი გაიფორმა , შესაბამისად ,,ტორპედო,, თამაშის ბოლო წუთამდე იგებდა,თუმცა თელაველებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. მოპოვებული 1 ქულით ქუთაისური გუნდი სატურნირო ცხრილში 2 ქულით მე9 ადგილს იკავებს.მომდევნო შეხვედრას ,,ტორპედო,, გორის დილასთან 21 მარტს გამართავს.