ტელე-რადიო კომპანია რიონის დირექტორის ტექნიკურ და შემოქმედებით დარგში, გიგა კაპეტივაძის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა
15.03.2021
უკან დაბრუნება
ტელე-რადიო კომპანია რიონის დირექტორის ტექნიკურ და შემოქმედებით დარგში, გიგა კაპეტივაძის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა.
გიგა კაპეტივაძე 2011 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. მის საფლავზე დღეს მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს პროფესიონალიზმით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი.
გიგა კაპეტივაძე იყო ნოვატორი, არაერთი ახალი გადაცემის ავტორი. ცდილობდა პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია განვითარების ახალ საფეხურზე გადაეყვანა.მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ტელევიზიის განვითარებაში.