ქუთაისის მერიის ინიციატივით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო
13.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ინიციატივით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო. მერიის გადაწყვეტილებით, იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მერია 4 სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და პროექტში მონაწილე ხუთი ლიცენზირებული კერძო სკოლის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.