პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტიდან დაიწყება
13.03.2021
უკან დაბრუნება
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტიდან დაიწყება, 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.
რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში .
რაც შეეხება
საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.