ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრი დაწესებული რეგულაციების დაცვით რეპეტიციებს 16 მარტიდან განაახლებს
12.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრი დაწესებული რეგულაციების დაცვით რეპეტიციებს 16 მარტიდან განაახლებს , ხოლო მაყურებელს მხოლოდ ერთმოქმედებიან სპექტაკლზე დასწრება აპრილიდან დისტანციის დაცვით შეეძლება.სავალდებულოა პირბადე.
უსაფრთხოების მიზნით რეპეტიციის დაწყებამდე ოპერის თეატრის თანამშრომლებს უფასო ტესტირება 2 კვირაში ერთხელ უტარდებათ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრებს რეპეტიციების განახლების უფლება 15 მარტიდან მიეცათ, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას ,რაც მაყურებლის დასწრებით თეატრალური წარმოდგენ ის გამართვას გულისხმობს, 1 აპრილიდან შეძლებენ