შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რიონის ხეობის მცველებს შეხვდნენ.
12.03.2021
უკან დაბრუნება
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რიონის ხეობის მცველებს შეხვდნენ. შეხვედრას, რომელიც ქუთაისის მერიის შენობაში გაიმართა ორივე მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ. როგორც თურნავამ თქვა, კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა კაშხალი და წყალსაცავი, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება. სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, ქართველ სპეციალისტებს და რიონის ხეობის მცველების ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს. იმ დრომდე კომპანია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააგრძელებს, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს გადაეცემა. შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დაახლოებით 5 მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ფონდი ხეობის მოსახლეობის საჭოროებებს დააფინანსებს. ასევე, დაფარავს წყალტუბოსა და ცაგერის ძირითად სოფლებს.