შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქველმოქმედო ღონისძიება „დავეხმაროთ ბავშვებს“
11.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეთა დარბაზის ინიციატივით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის რიგით მეოთხე საქველმოქმედო ღონისძიება „დავეხმაროთ ბავშვებს“ გაიმართა. მოზარდებმა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი და სპორტის მუზეუმი დაათვალიერეს. მსგავსი სახის ღონისძიება დარბაზის ინიციატივით გასული წლის დეკემბერშიც განხორციელდა, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი გადაეცათ .