შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დღეს აქცია გიგა სადილიანის ოჯახის წევრებმა გამართეს
10.03.2021
უკან დაბრუნება
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დღეს აქცია გიგა სადილიანის ოჯახის წევრებმა გამართეს. საქმე ეხება 2020 წლის 26 მაისს, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს,როცა მოქალაქე ბექა ნემსიწვერიძე ,რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, ველოსიპედით მოძრავ 19 წლის გიგა სადილიანს დაეჯახა. სადილიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გიგა სადილიანის ოჯახის წევრები და ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ გამომძიებელმა გიორგი გოგბერაშვილმა არ დააკავა ბექა ნემსიწვერიზე, არ ჩატარებია მას ნარკო ტესტი, ასევე, არ ამოღებულა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და არ მომხდარა შემთხვევის ადგილის სრულყოფილი დათვალიერება. გიგა სადილიანის ოჯახის წევრები საქმის გამომძიებლის გიორგი გოგბერაშვილის დასჯას, საქმის მასალების სრულად გადაცემას და დაზარალებურად ცნობას ითხოვენ. მათი თქმით, მათ ნანახი აქვთ საქმეში არსებული ვიდეო მასალა, რაც უტყუარად ადასტურებს ბექა ნემსიწვერიძის დანაშაულს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქცია გენერალურ პროკურატურასთან გაგრძელდებადა და გიგა სადილიანის მშობლები პროტესტის უკიდურეს ზომას- შიმშილობას მიმართავენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარმა სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გიგა სადილიანის საქმეს გამომძიებელი გიორგი გოგბერაშვილი აცილებულია და გამომძიებელ დავით მაჩიტიძეზეა გადაცემული.