პროტესტი ქუთაისის მერიასთან ამჯერად ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა გამოხატეს
10.03.2021
უკან დაბრუნება
პროტესტი ქუთაისის მერიასთან ამჯერად ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა გამოხატეს, ამბობენ რომ ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი გაზარდა, თავად კი რეალიზაცია შუმცირდათ, რის გამოც მომატებულ გადასახადს ვერ გადაიხდიან.პროტესტის ნიშნად კი მუშაობა შეაჩერეს. ამბობენ რომ მალფუჭებადი პროდუქტი უზიანდებათ, ამიტომ პროტესტის ერთგავარ გამოხატულებად ქალაქის თვითმმართვეობის შენობის წინ პროდუქტი მიიტანეს და ვაჭრობა დაიწყეს. მათივე ინფორმაციით აქციის დროს რამდენიმე მათგანი თვითმმართველობის შენობაში დიალოგისთვის შეიყვანეს, მათი მოთხოვნა არსებული გადასახადის შენარჩუნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გააგრძელებას აანონსებენ.
.