ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ დღეს ამირა კოპალიანს და თამარ ხაჭაპურიძეს მიულოცა
08.03.2021
უკან დაბრუნება
ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ დღეს ამირა კოპალიანს და თამარ ხაჭაპურიძეს მიულოცა. ამირა კოპალიანი სამოქალაქო აქტივისტია. მან პანდემიის დროს მეგობრების ჩართულობით 500 მეტ ოჯახს გაუწია დახმარება. საკრებულოს თავმჯდომარემ ქალთა დღე ასევე თამარ ხაჭაპურიძეს მიულოცა , რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად აქტიურადაა ჩართული ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით და ეწევა საგამომცემლო საქმიანობას.