ქუთაისში სუპერლიგის მორიგი ტური გაიმართა. მეორეადგილოსანმა “ქუთაისმა” ლიდერი “რუსთავი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში – 76:81 დამარცხდა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძლები 7 ქულით – 73:66 იგებდნენ და გამარჯვების უკეთესი შანსიც ჰქონდათ, თუმცა ქვემოქართლელებმა არ დათმეს. ქუთაისელთა პორტუგალიელმა ლეგიონერმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სამქულიანით ქუთაისელები ისევ დააწინარა, თუმცა დარჩენილ დროში კოტე ტუღუშის გაწვრთნილ მასპინძლებს ბურთი აღარ ჩაუგდიათ. ამ გამარჯვებით ქვემოქართლელები სუპერლიგაში ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ.