ქუთაისში "აია არენა"-ს ავტოსადგომზე FIA Rally Star Georgia - ს დასკვნითი შესარჩევი ეტაპი გაიმართა
06.03.2021
უკან დაბრუნება
დღეს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით
ქუთაისში "აია არენა"-ს ავტოსადგომზე FIA Rally Star Georgia - ს დასკვნითი შესარჩევი ეტაპი გაიმართა..ღონისძიებაში 18-დან 27-წლამდე ავტოსპორტის მოყვარული 60 - მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრების ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 35 მონაწილე კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა.სააბოლოოდ შეირჩევა 20 საუკეთესო დროის ავტორი მონაწილე ბიჭი და 10 გოგონა , რომლებიც 14 მარტს გასამართ საქართველოს ფინალურ შესარჩევში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა.შეჯიბრი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.