განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ქუთაისის მერიის წარმომადგენლებთან პროექტის პრეზენტაცია გამართა
06.03.2021
უკან დაბრუნება
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ქუთაისის მერიის წარმომადგენლებთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის„სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ პრეზენტაცია გამართა
შეხვედრაზე პროექტის ამოცანებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სესახებ ისაუბრეს, განიხილეს მერიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება,მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბის დონის შემცირებას.