კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ
06.03.2021
უკან დაბრუნება
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ.
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლოქდაუნი 16 მარტამდე გახანგრძლივდა. საბერძნეთში ამოქმედებულია ახალი წესები და ცვლილებები ძირითადად გადაადგილებისთვის საჭირო კოდებს უკავშირდება . მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ 6-ივე კოდის გამოყენების წესები, რათა 300 ევრიანი ჯარიმა თავიდან აირიდონ. კოდები გააქტიურებიდან 2 საათის მანძილზეა ძალაში.
პანდემიიდან გამომდინარე კომენდანტი საათი გახანგრძლივდა და საღამოს 18;00 საათიდან დილის 05;00 საათმდე ძალაშია.