შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პეტრე ადამაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას ეხმაურება
04.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას ეხმაურება. ადამაძე სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ არასწორს უწოდებს., ამბობს, რომ 2021 წელს ქუთაისის მერიას არ გაუწევია არანაირი სარესტორნე ხარჯი და ტყუილია ინფორმაცია, რომ მერიის ხელმძღვანელი პირები რესტორნებს სტუმრობდნენ. მისივე თქმით თვითმმართველობის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არის მოსახლეობის სოციალური დაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.