საერთაშორისო პროექტი FIA Rally Star - ის შესარჩევი ეტაპი საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს
03.03.2021
უკან დაბრუნება
საერთაშორისო პროექტი FIA Rally Star - ის შესარჩევი ეტაპი საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით უკვე ორი შესარჩევი ეტაპი გამართა. რუსთავის და თბილისის შემდეგ დასკვნითი შესარჩევი ტური 7 მარტს ქუთაისში „აია არენა“-ს ავტოსადგომზე ჩატარდება.
პროექტის მიზანი ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენაა .
ფინალი თბილისში 14 მარტს გიამართება , გამარჯვებული 4 ბიჭი და 1 გოგონა კი ევროპის საკონტინენტო ფინალზე გაემგზავრება. ღონისძიება მხოლოდ ავტოსპორტის მოყვარული ახალგაზრდებისთვის ტარდება და მასში 18-დან -27 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ.
რეგისტრაცია დაწყებულია და 5 მარტს დასრულდება.