ფოტოგამოფენა - კონკურსი ,,პანდემია ჩვენს ცხოვრებაში"
03.03.2021
უკან დაბრუნება
ფოტოგამოფენა - კონკურსი ,,პანდემია ჩვენს ცხოვრებაში" ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ფოტოკონკურსში 14 - 29 წლის ასაკის ფოტომოყვარულები მონაწილეობდნენ, ნამუშევრები მსოფლიო გლობალურ პანდემიას ასახავდა.
ფოტონამუშევრებს შორის, 5 საუკეთესო ფოტოს ავტორი შეირჩა, რომელთაც ფულადი ჯილდო და სიგელები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ გადასცეს.
ფოტოკონკურსის მიზანი, ახალგაზრდებში ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია, მოყვარული ფოტოგრაფების გამოვლენა და მათი სტიმულირებაა. დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.