შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



1 მარტიდან მოქლაქეებს კომუნალურ გადასახადებზე დაფინანსება შეუწყდათ
02.03.2021
უკან დაბრუნება
1 მარტიდან მოქლაქეებს კომუნალურ გადასახადებზე დაფინანსება შეუწყდათ. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები მთავრობამ მეორე ეტაპზეც აუნაზღაურა. მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით კომუნალურები დაუფინანსდათ. შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდა, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მტავრობის მიერ იქნა კომპენსირებული . დაფინანსება ასევე წყლისა და დასუფთავების გადასახადს შეეხო. ჩვენი გადამრები ჯგუფი ტემით დაინტერესდა და მოსახლეობა გამოკითხა... რამდენად მნიშვნელიოვანი იყო მათთვის აღნიშნული შეღავათები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ მთავრობას კომუნალური გადასახადების დაფინანსება მომდევნო რამდნეიმე თვით კვლავ უნდა გაეგრძელებინა..