შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში სააღმზრდელო პროცესი ახალაშენებულ ბაღში გაგრძელდა
01.03.2021
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში სააღმზრდელო პროცესი ახალაშენებულ ბაღში გაგრძელდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ ეპიდემიოლოგების მიერ შემუსავებული რეკომენდაციების დაცვის საკითხი და მაქსიმალური მონიტორინგი განახორციელონ ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში. სოფელ დიმში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დაწესებულება აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული საბავშვო ბაღით მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს. იმერეთის მასშტაბით 2020 წელს 100 - მდე სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა - რეაბილიტაცია განხორციელდა. 1 მარტიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა სკოლამდელი აღზრდის, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.